ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახურის საიტზე ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლების აქტიურობამ იმატა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახურის საიტზე ამერიკელი მომხმარებლების აქტიურობამ იმატა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც წესი, ახალი ზელანდიის საიმიგრაციო სამსახურის საიტზე დღეში 2 ათასი მომხმარებელი შედის, ახლა კი მხოლოდ შეერთებული შტატებიდან საიტს 56 ათასი ადამიანი ეწვევა.
ასევე დღის განმავლობაში  7-მა ათასმა ამერიკელმა საიტზე დაწერა, რომ მათ ინტერესი აქვთ ახალ ზელანდიაში სამსახურის დაწყების, ქვეყნის შესწავლის ან ინვესტიციების ჩადების მხრივ. ეს საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები