საბერძნეთის დედაქალაქში საფრანგეთის საელჩოს ხელყუმბარა ესროლეს – დაჭრილია პოლიციელი

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ორმა ბოროტმოქმედმა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, საფრანგეთის საელჩოს ხელყუმბარა ესროლეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. თავდასხმის შედეგად შენობის დაცვის თანამშრომელი მსუბუქად დაიჭრა. შენობაც დაზიანდა. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამჟამად ბოროტმოქმედების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს, პოლიციელებმა მიტოვებული მოტოციკლი უკვე აღმოაჩინეს.
ამ დროისთვის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები