როგორ წარმოიდგენდა თავის პრეზიდენტობას ტრამპი 28 წლის წინ ოპრას შოუში (ვიდეო)

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპრა უინფრის ტელეშოუში 1988 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სავარძლის დაკავების სურვილზე საუბრობდა.
„მე მგონია, რომ გავიმარჯვებ. ცხოვრებაში თუ რაიმეს გაკეთება გადამიწყვეტია, არასოდეს წამიგია. ვფიქრობ, გამარჯვების უდიდესი შანსი მექნებოდა. ჩემი აზრით, ხალხი დაიღალა იმის ყურებით, თუ როგორ ძარცვავენ ქვეყანას. ყველაფერს ერთად ვერ დაგპირდებით, მაგრამ შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ ამ ქვეყანას ექნება უფრო მეტი ფული. მათი ნაძარცვი, ვინც ხალხს 25 წლის განმავლობაში ძარცვავდა, ხალხმა უნდა დაიბრუნოს. მერწმუნეთ, ყველაფერი შეიცვლება“, – ამბობდა ტრამპი.
ტრამპი მას შემდეგ რამდენჯერმე იყო საპრეზიდენტო კანდიდატი შიდაპარტიულ არჩევნებზე, თუმცა პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი ის არ გამხდარა.
ცნობისთვის, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს მოუგო. მან ამომრჩეველთა 276 დელეგატის ხმა მოიპოვა. ჰილარი კლინტონმა ამომრჩეველთა დელეგატების მხოლოდ 218 ხმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები