ნიკა ჩიტაძე: ტრამპი ადგილობრივების გულის მოგებას საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების დაპირებით ცდილობდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის გამარჯვების მიზეზებზე საუბრობს. ჩიტაძე თვლის, რომ ტრამპის წარმატება განაპირობა საემიგრაციო პოლიტიკაზე საუბარმა და ასევე გადასახადების შემცირებაზე დაპირებების გაცემამ.
„ტრამპი ამერიკელებს დაჰპირდა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, ამ კუთხით, მისი ნაბიჯი წარმატებული გამოდგა. ტრამპი ცდილობდა ადგილობრივების გულის მოგებას საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების დაპირებით, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებულია კერძო სექტორში, ტრამპი კი მოსახლეობას გადასახადის 15%-ით შემცირებას დაჰპირდა. ასევე, არის კიდევ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მან გამარჯვება მოიპოვა“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები