ნიკა ჩიტაძე: ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ რიტორიკა შეცვალა, იმედია, ეს რუსეთთან მიმართებაშიც ასე იქნება

“რუსეთს იმედია აქვს, რომ ტრამპი, თავისი არაპოლიტიკური წარსული გამო, სუსტი იქნება საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პროფესორმა, ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.
ჩიტაძე თვლის, რომ მიუხედავად ტრამპის პოზიტიური განცხადებებისა რუსეთის მიმართ, ამერიკის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა.
“პარალელურად გაიმართა არჩევნები სენატში, ტრამპს მოუწევს გაითვალისწინოს “რესპუბლიკელების” პოზიციები რუსეთთან მიმართებაში, პარადოქსულია, მაგრამ თანაპარტიელების პოზიციები განსხვავებულია. ტრამპმა გაპრეზიდენტების შემდეგ რიტორიკა შეცვალა, იმედია, ეს რუსეთთან მიმართებაშიც ასე იქნება. თანამშრომლობა ამერიკასთან, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. უბრალოდ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრამპის პუტინთან დაახლოებამ შესაძლოა, რუსეთს კავკასიაში მანევრირების მეტი საშუალება მისცეს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თუმცა ჩიტაძე ობამას პუტინთან ვიზიტსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ გადატვირთვის პოლიტიკა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას ხელს არ შეუშლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები