გიგა ბუკია: „ქართულ ოცნებაში“ არანაირ განაწყენებას არ აქვს ადგილი

ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ შევჯერდებით კომიტეტის თავმჯდომარის იმ ორ კანდიდატურაზე, რომლებიც ამ ეტაპზე კონსულტაციების პროცესშია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ განაცხადა.
გიგა ბუკია აღნიშნავს, რომ კომიტეტები შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დაკომპლექტდება.
“როდესაც შეიკრიბება პარლამენტი, შესაბამისად, დაკომპლექტდება კომიტეტები. ჯერჯერობით ღიად არის დარჩენილი კომიტეტის ორი პოსტი. ამ თანამდებობებზე ადამიანები აირჩევიან შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით. არანაირ წყენას და შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტში შეიქმნება რამდენიმე ფრაქცია – ფრაქცია „კონსერვატორები,“ და ასევე, მაჟორიტარების ფრაქცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები