ჯეიმს აპატურაი „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დაწყებას მიესალმება

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის დაწყებას მიესალმება.
ამის შესახებ აპატურაი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი „საკვანძო მოვლენა ნატო-საქართველოს ხანგრძლივ და ღრმა თანამშრომლობაში, რაც ძლიერი თავდაცვისადმი, ნატოს ოპერაციებისადმი და საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი საქართველოს ერთგულების აღიარებაა“.
„ის ასევე ადასტურებს ალიანსის ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში და ჩვენი ძალების ერთობლივ გაწვრთნაში“, – წერს აპატურაი.
ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 10-20 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ის რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. პირველი სწავლება „Agile spirit-2015“ დაფუძნებული იყო აშშ-საქართველოს ყოველწლიურ ორმხრივ სწავლებაზე, აღნიშნულმა წვრთნამ წელს უკვე ფორმატი შეიცვალა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები