სიეტლში ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის სიახლოვეს სროლა მოხდა

აშშ-ის ქალაქ სიეტლში შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის სიახლოვეს სროლა მოხდა. დაჭრილი 5 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა აქციაზე შეკრებილი ადამიანების მიმართულებით სროლა დაიწყო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ხუთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექომ,ების თქმით, ორი მამაკაცი და ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში არიან.
პოლიციელები ვარაუდობენ, რომ სროლას საპროტესტო აქციასთან შეხება არ ჰქონია.
სიეტლსა და აშშ-ის ზოგიერთ სხვა ქალაქში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები