დონალდ ტრამპი მელანია ტრამპთან ერთად თეთრ სახლში მივა

დონალდ ტრამპი მელანია ტრამპთან ერთად თეთრ სახლში მივა. აშშ-ს ახალ პრეზიდენტს ბარაკ ობამა მრგვალ კაბინეტში, თბილისის დროით 20:00 საათზე უმასპინძლებს.
მელანია ტრამპი მიშელ ობამას შეხვდება.
ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას უზრუნველყოფს.
„მინდა თავად დავრწმუნდე, რომ უფლებამოსილების გადაცემა წარმატებით ჩაივლის, რადგან, საბოლოო ჯამში, ერთ გუნდში ვართ“, – განაცხადა ობამამ.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აშშ-ის რიგ ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები