პოროშენკომ სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი.
პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პოროშენკომ სააკაშვილი პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდანაც მოხსნა.
უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის ოლქის გუბერნატორის უფლებამოსილებას დროებით მიხეილ სააკაშვილის მოადგილე სოლომია ბობროვსკაია შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს განაცხადა. ის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის პოსტს 2015 წლის 30 მაისიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები