“დონალდ ტრამპი, გამოირჩეოდა განსხვავებული პოზიციით, აქცენტებით, თუმცა ეს რასაკვირველია, არ შეეხება სტრატეგიულ თანამშრომლობას საქართველოსთან”

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტზე და მის განსხვავებულ პოლიტიკურ კურსზე საუბრობს, თუმცა თლის, რომ ტრამპის განსხვავებული საგარეო კურსი საქართველოსთან ურთიერთობას არ შეეხება.
“საგარეო პოლიტიკის კუთხით აშშ-ს ახალი პრეზიდენტი გამოირჩეოდა თავისი განსხვავებული პოზიციით, აქცენტებით, თუმცა ეს რასაკვირველია, არ შეეხება იმ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს ახასიათებთ უკვე წლების განმავლობაში.

25 წელია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ეს თანამშრომლობა ატარებს ძალიან მნიშვნელოვან ხასიათს შეეხებოდა ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, არაღიარების პოლიტიკას, ეკონომიკურ კავშირებს“, – განაცხადა ბაქრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები