ბარაკ ობამა – შედეგებით იმედგაცრუებულებს მინდა მოგიწოდოთ, გამხნევდით, ცინიზმს ნუ მიეცემით

President Barack Obama pauses as he speaks to reporters about the fiscal cliff in the Brady Press Briefing Room at the White House in Washington, Friday, Dec. 21, 2012. (AP Photo/Charles Dharapak)

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება შეაფასა.
როგორც მან საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია და ამერიკა სწორედ ამას აჩვენებს მსოფლიოს.
“მე და პრეზიდენტ ბუშს საკმაოდ სერიოზული განსხვავებები გაგვაჩნდა, მაგრამ მაღალ დონეზე იმუშავა ბუშის გუნდმა, რათა ხელისუფლების გადაცემა მომხდარიყო რბილად. ძალიან სწრაფად გესმის, როდესაც პრეზიდენტი ხარ, რომ პრეზიდენტობა და ვიცეპრეზიდენტობა ჩვენს პიროვნებებს აღემატება.

მივყვები იმ მაგალითს, რომელიც პრეზიდენტ ბუშის გუნდმა დაამკვიდრა 8 წლის წინ, რომ ეს იყოს ეფექტური ხელისუფლების გადაცემის პროცესი ახალი პრეზიდენტისთვის, რადგან ჩვენ ყველა ვმუშაობთ წარმატებისთვის.

ჩვენ ვართ გაერთიანებული და ქვეყანას ვუძღვებით. მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლების გახლავთ ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მახასიათებელი და ამას ჩვენ მსოფლიოს ვანახებთ”,-განაცხადა ობამამ.

ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგებით უკამყოფილო ამომრჩევლებსაც მიმართა.
“ვისაც იმედი გაუცრუვდა შედეგებით, მინდა, რომ მოგიწოდოთ პირიქით – გამხნევდით, ცინიზმს ნუ მიეცემით, იცოდეთ რომ თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ქვეყნის მდგომარეობა”,-განაცხადა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები