ჰილარი კლინტონი: ბოდიშს გიხდით, რომ ვერ გავიმარჯვეთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატი ჰილარი კლინტონი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი წარმატებული პრეზიდენტი იქნება.

მან საკუთარ ამომრჩევლებს ბოდიში მოუხადა, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს.

„წუხელ ტრამპს გამარჯვება მივულოცე. ეს ის შედეგი არ არის, რასაც ველოდით. ბოდიშს გიხდით, რომ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ვამაყობ თქვენით და მადლობას გიხდით ამ ლამაზი საპრეზიდენტო კამპანიისთვის.

იმედგაცრუებული ვარ. ამერიკელებს ჩვენი სჯეროდათ, ახლა მტკივნეულია ამის გააზრება. ჩვენ გვინდოდა ერთად აგვეშენებინა ამერიკა. უნდა ვაღიაროთ ეს შედეგი და მომავალზე ვიფიქროთ“,- განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მან ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ასევე მადლობა გადაუხადა ბარაკ და მიშელ ობამებს გაწეული სამსახურისთვის რვა წლის მანძილზე.

„მუდამ მადლობელი ვიქნები ამ მხარდაჭერისთვის. ასევე საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს მადლობას ვუხდი“,- განაცხადა კლინტონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები