“იმედს ვიტოვებთ, ახალი პრეზიდენტის პირობებში საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობები ინტენსიური იქნება”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამერიკელ ხალხს 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას ულოცავს.
„საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობები ინტენსიური იქნება და საქართველო დარჩება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში“, – ნათქვამია მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები