მიხეილ ჯანელიძე ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აშშ-ს ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, განუხრელად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
”საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა ეყრდნობა ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესებსა და ხედვას, რაც ფორმალიზებულია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტია წარმოადგენს 25-წლიანი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის ჩამოყალიბების შედეგს.
ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის, რითაც საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ მხრივ საქართველო რჩება აშშ-ს სანდო პარტნიორად და ერთგულ მოკავშირედ და მომავალშიც გააგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საქმეში.
ჩვენ მზად ვართ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განვაგრძოთ თანამშრომლობა, გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და განვამტკიცოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა”, – ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში, რომელიც მინისტრმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები