პატრიარქმა კირილემ ტრამპს ღვთის შემწეობა უსურვა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა კირილემ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ღვთის შემწეობა უსურვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ამერიკელი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი თქვენ მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს. მრავალი წლის განმავლობაში თქვენ მიერ მიღებული შემოქმედებითი გამოცდილება სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრების მოწყობის საკითხების მოგვარებაში, ასევე სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობებში დაგეხმარებათ,“ – განაცხადა კირილემ.
ამასთანავე „ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის რეაქცია ტრამპის გამარჯვებაზე გაცილებით თავშეკავებული იყო.
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მმართველობა „ნაყოფიერი იქნება“.
„ერთია პრეზიდენტობის კანდიდატობა და პრეზიდენტობა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ტვირთი – სულ სხვა რამეა,“ – აცხადებს პაროლინი.
მანამდე, რომში, პაპმა ფრანცისკემ ეჭვი გამოთქვა, რომ ტრამპი ქრისტიანია, განსაკუთრებით მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ ტრამპის მოწოდებების შემდეგ.
.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები