ფრანსუა ოლანდი: ამერიკის შეერთებული შტატები საფრანგეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია საფრანგეთისთვის.
„შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია საფრანგეთისთვის. დღეს გამოწვევის წინაშეა მშვიდობა, ტერორიზმთან ბრძოლა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ეკონომიკური ურთიერთობები და ჩვენი პლანეტის დაცვა. ყველა ამ საკითხზე დაფიქრების გარეშე ჩავერთვები ახალ ადმინისტრაციასთან დისკუსიაში. ამას გავაკეთებ სიფრთხილით და წრფელი გულით,“ – აღნიშნა ფრანსუა ოლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები