ჰანი – თურქეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით  არსებული სიტუაციის გამო, ევროკავშირში გაწევრიანების შანსები მცირდება

თურქეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული სიტუაციის გამო, ევროკავშირში ამ ქვეყნის შესვლის შანსები მკვეთრად მცირდება. ამის შესახებ ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
ბრიუსელი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საშინაო პოლიტიკას აკრიტიკებს, ვინაიდან ქვეყანაში რეგულარულად ირღვევა ადამიანის უფლებები და ეს განსაკუთრებით გამწვავდა 15 ივლისის სამხედრო ამბოხების შემდეგ.
„ანკარამ უნდა გვაცნობოს, თუ რა სურს მას სინამდვილეში. ეს არის ნდობის ტესტი,“ – განაცხადა ჰანმა.
მისი თქმით, ევროკავშირს აქვს სერიოზული ეჭვები ევროკავშირში თურქეთის შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებული სასამართლო პროცესებისა და განხორციელებული დაპატიმრებების ფონზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები