„ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია, დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც“

ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია, დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა და დონალდ ტრამპს თანამშრომლობა შესთავაზა.
„ბევრი თქვენგანის მსგავსად, მღელვარებით ვადევნებდი თვალს ამერიკის არჩევნების შედეგებს. ადამიანს, რომელიც ამერიკელმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია, დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გერმანიას და შეერთებულ შტატებს აერთიანებს დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანთა პატივისცემა მათი კანის ფერის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამ ღირებულებების საფუძველზე ვთავაზობ შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თანამშრომლობას,“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები