ლონდონში ტრამვაი რელსებიდან გადავარდა – დაღუპულია ხუთი ადამიანი

ლონდონში ტრამვაი რელსებიდან გადავარდა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 51 კი დაშავდა.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ტრამვაის ვატმანი დაკავებულია, ჯერჯერობით უცნობია, წაუყენეს თუ არა მას რაიმე ბრალდება. ​
დაღუპულთა ნათესავებს უკვე გამოუცხადეს თანაგრძნობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და ლონდონის მერმა სადიკ ჰანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები