გორბაჩოვი – ტრამპის გამარჯვების შემდეგ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამოსწორების შანსი გაჩნდება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შედეგად აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამოსწორების შანსი გაჩნდა. ამის შესახებ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა.
„დიალოგი უნდა აღდგეს და ის არ უნდა შეწყდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ორმხრივი ურთიერთობების მოგვარებას ხელს შეუწყობს. განსაკუთრებით დიალოგი საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ეხება,“ – განცხადა გორბაჩოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპს პოლიტიკური გამოცდილება აკლია, მაგრამ “მას აუცილებლად შეიძენს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები