კანადის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის საიტი შეფერხებით მუშაობს – მას უამრავი ამერიკელი ათვალიერებს 

კანადის სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის საიტი შეერთებული შტატების არჩევნების შედეგების დათვლის მომენტიდან შეფერხებებით მუშაობს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
კანადის მიგრაციულ სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საიტი შეფერხებებით ამერიკელი მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი ინტერესების გამო მუშაობს.  ამის გამო საიტი დატვირთვას ვერ უძლებს.
მანამდე ზოგიერთმა ლიბერალურად განწყობილმა ამერიკელმა არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში კანადაში წასვლის სურვილი გამოთქვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანადაში გადაბარგების მიმართ ინტერესი სამძებრო სისტემა Google-შიც გაიზარდა.
ამერიკელისთვის კანადის მოქალაქეობის მიღება საკმაოდ რთულია, ასე მაგალითად, თუ შეერთებული შტატების მოქალაქე კანადაში მუდმივად ცხოვრობს, მოქალაქეობის მიღების განაცხადის განხილვას ორი წელი სჭირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები