ბარაკ ობამამ დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ობამამ მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ობამამ ტრამპი თეთრ სახლში ოფიციალურად მიიწვია.
ბარაკ ობამა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
უწყების ცნობით, ბარაქ ობამასა და ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში 10 ნოემბერს გაიმართება.
გარდა ამისა, შედგა სატელეფონო საუბარი ობამასა და ჰილარი კლინტონს შორის. აშშ-ის პრეზიდენტმა ყოფილ სახელმწიფო მდივანს საარჩევნო კამპანიის ჩატარება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები