რას აცხადებდა დონალდ ტრამპი საქართველოზე

ამერიკის შეერთებული შტატების ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოში 2012 წლის აპრილში იმყოფებოდა.
საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 21 აპრილს ის თავის რეზიდენციაში მიიღო და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
დონალდ ტრამპი და მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს ბათუმში ტრამპის პირადი თვითმფრინავით გაფრინდნენ.
დონალდ ტრამპმა თავად მიიღო მონაწილეობა იმ პროექტის პრეზენტაციის საზეიმო ცერემონიალში, რომელიც 47-სართულიანი მულტიფუნქციური ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავდა.
ამერიკელი მილიარდერის დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტს მაშინ უცხოური მედიაც გამოეხმაურა.
Fox News-ის პირდაპირ ეთერში დონალდ ტრამპი ტელეფონით ჩაერთო და განაცხადა, რომ ბათუმით აღფრთოვანებული იყო.
„ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტი ისაა, რომ აშენებენ ქალაქ ბათუმს, რომელიც 4-5 წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი ბრწყინვალე ადგილი იქნება,“ – აცხადებდა მაშინ ტრამპი.
რაც შეეხება აშშ-ს პრეზიდენტობის დამარცხებულ კანდიდატს ჰილარი კლინტონს, ის საქართველოს პირველად 2010 წლის ივლისში ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები