თურქეთი დონალდ ტრამპს ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას სთხოვს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მან აღნიშნა, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები „ნდობასა და თანამშრომლობაზე იქნება აგებული“.
ამასთან ერთად, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოუწოდა ტრამპს, რომ მოხდეს აშშ-დან ოპოზიციური ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირება, რომელსაც ანკარაში 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.
დონალდ ტრამპს გამარჯვება დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, რუსეთის, სამხრეთ კორეის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები