ნატოს გენერალურმა მდივანმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა

NATO Secretary General Jens Stoltenberg

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური იუწყება. სტოლტენბერგმა ტრამპი მომავალ წელს ნატოს სამიტზე მიიწვია.
სტოლტენბერგმა ნატოს სიძლიერის და მსოფლიო არენაზე აშშ-ის ლიდერობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრანსატლანტიკური კავშირები ძლიერი იყოს. ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ესენია ჰიბრიდული ომები, ტერორიზმის საფრთხე. აშშ-ის ლიდერობა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ის „მოუთმენლად“ ელოდება დონალდ ტრამპთან შეხვედრას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები