უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის თხოვნა უკრაინის მთავრობამ საკადრო საკითხების განხილვისას დღეს დააკმაყოფილა. მთავრობის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გადაეგზავნება.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები