რუსი ექსპერტი – ტრამპის გამარჯვება ფინანსურ ბაზარზე გაურკვევლობას გამოიწვევს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატის დონალდ ტრამპის გამარჯვება მსოფლიოს ფინანსურ ბაზარზე გაურკვევლობას გამოიწვევს – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ანა ნესტეროვამ განაცხადა.

„ტრამპის პროგრამაში გადასახადების დაწევა და მეწარმეობის სტიმულირება შედის. ასეთი ცვლილებები, თუ ის სწორად განხორციელდა, აშშ-ის მრეწველობის სტიმულირების საშუალებას შექმნის“, – აცხადებს ნესტეროვა. ამჟამად მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის ექსპორტის დონე 13,6 %-ს შეადგენს, ევროკავშირის – 15%-ს ხოლო აშშ-ის 9.6%-ს. ამასთანავე ნესტეროვა ვარაუდობს, რომ ფინანსური ბაზრისთვის ტრამპის გამარჯვება გაურკვევლობის პერიოდის დაწყებას ნიშნავს. ასევე ნესტეროვა ამბობს, რომ ტრამპის გამარჯვება მოსკოვისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე კლინტონის, რადგანაც მან მოსკოვის მიმართ რამდენჯერმე საკმაოდ ლოიალური განცხადებები გააკეთა. ამასთანავე ექსპერტი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალზე გაუარესებულია და მათი გამოსწორებისთვის უდიდესი ძალისხმევა იქნება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები