სოზარ სუბარი: აშშ მსოფლიოში კვლავ დემოკრატიისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება

„აშშ მსოფლიოში კვლავ დემოკრატიისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება.
„ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება და როგორც მსოფლიოში, ისე დედამიწის იმ კუთხეში, სადაც საქართველო მდებარეობს, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გარანტად და საქართველოს მეგობრად დარჩება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპი 288 ხმით ლიდერობს, მის მეტოქეს ჰილარი კლინტონს კი 215 ხმა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები