კალიფორნიაში საარჩევნო უბანთან მომხდარი  სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში საარჩევნო უბანთან მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამის შესახებ Los Angeles Times-ის იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სროლის დროს საარჩევნო უბანში 30 ადამიანი იმყოფებოდა. თავდასხმის შემდეგ უბანი დაიხურა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციის ინფორმაციით, როდესაც ისინი სროლის ადგილზე მივიდნენ, შეიარაღებულმა მამაკაცმა მათი მიმართულებით სროლა დაიწყო, ხოლო პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა. ამის შემდეგ ბოროტმოქმედი მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები