თენგიზ ფხალაძე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ბუქარესტში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სტრატეგიულ საკითხებში დანუტ ნიკოლაესკუს შეხვდა.
საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, ასევე, საქართველოსთან ევროკავშირისა და ნატოს ურთიერთოებებს შეეხო. ხაზი გაესვა რუმინეთის როლს NATO-ს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების რეალიზაციაში. ხაზი გაესვა NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ მიზნით მაღალ დონეზე თანამშრომლობის ინტენსივობის მნიშვნელობას.
ასევე განხილული იყო რეგიონში არსებული ვითარება და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მომავალი ვიზიტი რუმინეთში მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
თენგიზ ფხალაძემ სახელმწიფო მდივანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთნ დაკავშირებით.
თავის მხრივ, კი, სახელმწიფო მდივანმა დანუტ ნიკოლაესკუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი რუმინეთის ურყევი მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები