“სკეპტიკურია მოსაზრებები, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ინტენსივობა იქნება დაბალი”

„ქართული ოცნების“ წევრი გიორგი ვოლსკი აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას გამოეხმაურა. გია ვოლსკი თვლის, რომ აშშ გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელება მეგობრული თანამშრომლობის ფორმატში.
”სკეპტიკურია მოსაზრებები, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ინტენსივობა იქნება დაბალი.
მე სკეპტიკური ვარ ასეთი განცხადებების მიმართ, რადგან აქ არ არის საუბარი ტრადიციულ პიროვნულ, ან ადამიანურ ურთიერთობებზე, აქ არის სტრატეგიული პრაგმატიზმი, რომელიც აშშ-ს ახასიათებს ნებისმიერი პრეზიდენტის შემთხვევაში, ”რესპუბლიკელი” იქნება თუ ”დემოკრატი”.
არსებობს პერმანენტული ინტერესები აშშ-ის, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ, მით უმეტეს ირანთან ახალი პოლიტიკის განვითარების პირობებში. თურქეთის ვითარებაც კარგად მოგეხსენებათ, რუსეთი თავისთავად, ჩრდილოკავკასია და ამ რეგიონულ სიბრტყეში წამოიდგინეთ საქართველო, რომელიც მსოფლიოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი გახდა თავისი სატრანზიტო მნიშვნელობით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა ახალი მსოფლიო პოლიტიკის პირობებში ამან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
”დარწმუნებული ვარ, საქართველოს მხრიდან ბოლო პერიოდში გაწეული ძალისხმევა სათანადოდ იქნება მხარდაჭერილი კვლავ, მათ შორის აშშ-ს მხრიდან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები