კალიფორნიაში მარიხუანის ლეგალიზაცია მოხდა

კალიფორნიის მოსახლეობამ ხმა მისცა შტატში მარიხუანის ლეგალიზაციას. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შტატის ხელისუფლება იუწყება, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა 55%-მა, გართობის მიზნით, მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა.
ამჟამად მარიხუანის მოხმარება დაშვებულია კოლორადოს, ორეგონის, ვაშინგტონის და ალიასკის შტატებში. Guardian-ის ინფორმაციით, კალიფორნია აშშ-ში მარიხუანის უდიდესი კომერციული ბაზარი გახდება.
კალიფორნიის გარდა, მარიხუანის ლეგალიზაციას მხარი დაუჭირა მასაჩუსეტსის, ნევადის და მენის შტატების მოსახლეობამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები