ზვიად კვაჭანტირაძე: რეალობა ცოტა სხვა კონტურებს შესძენს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას

“უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალობა ცოტა სხვა კონტურებს შესძენს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა.
ზვიად კვაჭანტირაძემ აღნიშნული განცხადება მედიასთან სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გააკეთა, სადაც აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აკვირდებოდნენ.
„ჩვენ უნდა ველოდოთ არა იმას, რაც ხშირ შემთხვევაში, ჩვენთან მიმართებაში საჯაროდ დეკლარირებული იყო, ვგულისხმობ საგარეო პოლიტიკის ნაწილს, არამედ, ალბათ მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ რეალობა ცოტა სხვა კონტურებს შესძენს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპი 288 ხმით ლიდერობს, მის მეტოქეს ჰილარი კლინტონს კი 215 ხმა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები