პუტინი ტრამპს გამარჯვებას ულოცავს – “იმედი მაქვს, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები კრიზისიდან გამოვა”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„იმედი მაქვს, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობები კრიზისიდან გამოვა, ასევე მოხდება საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მოგვარება და გლობალურ უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტური პასუხის გაცემა“, – წერს პუტინი.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზე, თანაბარუფლებიანობასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწონებაზე იქნება აგებული, რაც ორივე ქვეყნის და მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესებში შედის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები