ბათუ ქუთელია ტრამპის გაპრეზიდენტებაზე: შესაძლოა, საწყის ეტაპზე ვიხილოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა

“შესაძლოა საწყის ეტაპზე ვიხილოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა“, – ამის შესახებ ყოფილმა საქართველოს ელჩმა აშშ-ში ბათუ ქუთელიამ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მაგალითისთვის კი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების მხრიდან, საწყის ეტაპზე რუსეთთან დაწყებული ურთიერთობების დალაგების მცდელობა გაიხსენა.
„საწყის ეტაპზე, შესაძლოა ვიხილოთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობა, მაგრამ ეს ურთიერთობები, სავარაუდოდ შეეჯახება იმ მთავარ ფასეულობით განსხვავებას, რაც დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სამყაროს ერთმანეთისგან განასხვავებს.
შეგვიძლია მაგალითისთვის გავიხსენოთ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკის ყველა პრეზიდენტი პირველ ეტაპზე ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. იქნებოდა ეს ჯორჯ ბუშისგან პუტინის თვალებში ჩახედვა თუ ობამას გადატვირთვის პოლიტიკა. შემდეგ იცვლებოდა დამოკიდებულება რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე.
უკვე მეოთხედი საუკუნეა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობა მზარდად ვითარდება. მიუხედავად სხვადასხვა ადმინისტრაციის ცვლილებისა, რომლებსაც სხვადასხვა დამოკიდებულება ჰქოდათ რუსეთთან, თუნდაც ერთი და იგივე ადმინისტრაციის სხვადასხვა ეტაპზე.
აშშ-ში პრეზიდენტი ძალიან ძლიერი ინსტიტუტია და გარკვეულწილად განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების პრიორიტეტებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მასზე  და მისი გუნდის ხედვებზე“,-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
მისივე განცხადებით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის პრობლემის მაქსიმალურად წამოწევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები