დონალდ ტრამპი: იმედი მაქვს, იამაყებთ იმ სამუშაოთი, რომელსაც ერთად განვახორციელებთ

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველა იამაყებთ იმ სამუშაოთი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. ეს ჩემთვის დიდი პატივია“, – ასე მიმართა ამომრჩეველს გამარჯვების შემდეგ პირველად აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეს მომენტი რომ იყოს ნამდვილად ისტორიული, ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და აუცილებელად გავაკეთებთ. 2-3 ან 8 წლის შემდეგაც კი თქვენ იტყვით, რომ ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი იშრომეთ. იტყვით, რომ ამაყები ხართ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გააკეთეთ. ამას ვამბობ ახლა, როდესაც საარჩევნო კამპანია დასრულდა,მაგრამ სამუშაო სწორედ ახლა იწყება. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ამ სამუშაოებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ყველა იამაყებთ იმ სამუშაოთი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. ეს ჩემთვის დიდი პატივია.
მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა“, – განაცხადა ტრამპმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს.
CNN-ის ინფორმაციით, რესპუბლიკელ კანდიდატს ხმა ამომრჩეველთა 48,0%-მა მისცა. მონაცემები კანდიდატებს შორის დიდი სისწრაფით იცვლებოდა და ტრამპსა და კლინტონს შორის მინიმალური სხვაობა იყო. ტრამპს მოგება ჰილარი კლინტონმა უკვე მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები