გედევან ფოფხაძე: ჩვენ როლებს ვანაწილებთ პარლამენტში და არ არსებობს პატარა და დიდი როლები

​პოლიტიკაში ჩვენ ყველას შეგვიძლია ვითამაშოთ ჩვენი როლი ეფექტურად და კარგად-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გედევან ფოფხაძე თვლის, რომ მანანა კობახიძე პარლამენტარის რანგშიც ეფექტურად იმუშავებს.
“კარგი იქნებოდა, რომ მანანა კობახიძე ყოფილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება თუ პარლამენტის წევრი, ის თავის დაკისრებულ მოვალეობას ისედაც კარგად შეასრულებს.
ჩვენ როლებს ვინაწილებთ პარლამენტში და არ არსებობს პატარა და დიდი როლები, არსებობენ პატარა და დიდი მსახიობები,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
„ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის“ მოადგილის თანამდებობაზე დარჩენა, გედევან ფოფხაძემ პრესკონფერენციაზე, არც უარყო და არც დაადასტურა.
​დეპუტატი თვლის, რომ ნებისმიერ რანგში ყოფნა არა ფუფუნება, არამედ პასუხისმგებლობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები