ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჰილარი კლინტონმა „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კლინტონმა ტრამპს ტელეფონით დაურეკა და საკუთარი დამარცხება აღიარა. ტრამპის გამარჯვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. მან 276 ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა. ტრამპს ხმა მისცა 56,9 მილიონმა ადამიანმა, ხოლო კლინტონს 55,8 მილიონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები