“ჩვენ გვჭირდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთო პრობლემების გადასაწყვეტად და არა ლოგიკისთვის – „მე ვარ და ჩემი ნაბადი“

კარგი იქნებოდა თუ შეწყალების ინსტიტუტს გამოვიყენებდით იმ ადამიანების მიმართ, ვის საქმეებშიც იყო ხარვეზები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ პრეზიდენტი აირჩია იმის გამო, რომ მთავრობასთან ერთად გუნდურად ემუშავა.
გედევან ფოფხაძის განცხადებით პრეზიდენტის მუშაობა უფრო ეფექტური იქნებოდა თუ შეწყალების კომისიის წევრები, ისეთ საქმეებს გადახედავდნენ, სადაც ხარვეზები იქნებოდა. ფოფხაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი რომ „ქართული ოცნების“ მოკავშირე ყოფილიყო, ქვეყნისთვის უფრო ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდებოდა.
“ის ლოზუნგი,რაც ჩვენს გერბზე წერია – „ძალა ერთობაშია“-უნდა გავამართლოთ. ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტი გვჭირდებოდა საერთო პრობლემების გადასაწყვეტად და არა იმ ლოგიკისთვის „მე ვარ და ჩემი ნაბადი“. შეიძლება მეც არ მომწონდეს რაღაც „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავემიჯნო და ცალკე ძალად ჩამოვყალიბდე. მარგველაშვილი რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მოკავშირე, გაცილებით მეტი სასიკეთო საქმე გაკეთდებოდა. პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ მის მიერ გაკეთებული საქმეებით და არა სახელით.“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები