გედევან ფოფხაძე: თუ ჩვენ ვირჩევთ საყოველთაო არჩევნებით უუფლებო პრეზიდენტს, ამით უფრო ვატყუებთ საზოგადოებას

„ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე თვლის, რომ პრეზიდენტი, რომელიც საყოველთაოდ იქნება არჩეული და რომელსაც შეკვეცილი უფლებები ექნება, საზოგადოების მოტყუებას ნიშნავს, თუმცა იგი ამბობს, რომ ყველა საკითხი და ყველა ცვლილება, რაც კონსტიტუციაში შევა, კონსენსუსის შედეგად უნდა იყოს მიღებული.
“ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, ჩამოვყალიბდეთ რანაირი სახელმწიფო უნდა იყოს საქართველო. პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს უფლებები, ჩემი აზრით არაა ადეკვატური იმ სისტემისთვის, რაც გაგვაჩნია.
თავის დროზე სააკაშვილმა თავის სურვილებს მოარგო კონსტიტუცია და არ შეიძლება ამით ვიხელმძღვანელოთ.
თუ ჩვენ ვირჩევთ საყოველთაო არჩევნებით უუფლებო პრეზიდენტს, ამით უფრო ვატყუებთ საზოგადოებას,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციონალურ განვითარებასთან დაკავშირებით.
მისი აზრით, ყველა პროცესში მნიშვნელოვანია სამეცნიერო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა.
“ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ნეიტრალურ ძალებს კონსტიტუციაზე და არა იმ ძალას, რომელსაც თავის სურვილებზე ჰქონდა მორგებული კონსტიტუცია,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები