გედევან ფოფხაძე: ყველანაირი შედეგის შემთხვევაში, ამერიკა დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად

არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკაში რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ამით ამერიკის პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გედევან ფოფხაძე თვლის, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ამერიკის პრეზიდენტი „რესპუბლიკელი“ ტრამპი გახდა, ამერიკა დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. „ამერიკის საგარეო პოლიტიკა რეგიონების მიმართ არ შეიცვლება. ამერიკას გააჩნია ჩამოყალიბებული პოლიტიკა და ყველა შემთხვევაში იგი დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები