აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა მსოფლიოს ბირჟებზე ინდექსების კლება გამოიწვია

ამერიკული დოლარის კურსმა და მსოფლიო ბირჟების ინდექსებმა შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ იკლო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
​ევრო დოლართან მიმართებაში 2%-ით გამყარდა, ხოლო ბრიტანული ფუნტი – 1%-ით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი დონალდ ტრამპი იმარჯვებს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, S&P 500-ის ინდექსმა 4,3%-ით იკლო.  Dow Jones-ის ინდექსი  3,6%-ით დაიკლო.
​ასევე მოხდა ინდექსების კლება აზიურ  ბირჟებზეც. იაპონურმა Nikkei-მ 4%-ით იკლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები