მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ გვაქვს ამერიკის ორპარტიული, ძალიან მყარი მხარდაჭერა

ის შედეგი, რაც დადგება, იქნება ამერიკელი ხალხის არჩევანი – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ამერიკის ორივე პარტიის მხრიდან  ძალიან მყარი მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ გვაქვს ამერიკის ორპარტიული, ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომელიც დაფიქსირდა სულ ახლახანს, სექტემბერში, როდესაც კონგრესში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთსულოვნად მიიღო ამერიკის კონგრესმა. ეს კიდევ უფრო ამყარებს საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს და შესაბამისად, ამერიკელი ხალხის ნებისმიერი არჩევანი იქნება ამ ურთიერთობების მხარდაჭერა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები