”რესპუბლიკელები” გაიმარჯვებენ თუ ”დემოკრატები”, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება“

საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება მიუხედავად იმისა, აშშ-ში ”რესპუბლიკელები” გაიმარჯვებენ თუ ”დემოკრატები”  – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განაცხადა.
“ყოველ ჯერზე, როცა ვაშინგტონში ჩავდივარ, ვრწმუნდები იმ ღრმა მხარდაჭერაში იმის მიმართ, რაც აქ, საქართველოში კეთდება. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმის მიუხედავად, გაიმარჯვებენ ”რესპუბლიკელები” თუ ”დემოკრატები”. ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან თქვენ მართლაც განსაკუთრებულ ნაბიჯებს დგამთ რეგიონულ გამოწვევებთან გასამკლავებლად”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნებში ლიდერობს. გაზეთ The New York Times–ის ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით მას გაცილებით მეტი შანსი აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტი გახდეს, ვიდრე ჰილარი კლინტონს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები