აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს

„რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნებში ლიდერობს. გაზეთ The New York Times–ის ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით მას გაცილებით მეტი შანსი აქვს, რომ ამერიკის პრეზიდენტი გახდეს, ვიდრე ჰილარი კლინტონს.
ტრამპმა 168 ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა, მაშინ როდესაც კლინტონმა  მხოლოდ 109 ამომრჩევლის ხმა მიიღო. ამერიკის საარჩევნო სისტემის მიხედვით, მოსახლეობა ამომრჩევლებს ირჩევს, რომლებიც ამა თუ იმ კანდიდატს უჭერენ მხარს. ტრამპმა ისეთ შტატებში გაიმარჯვა, როგორებიცაა ფლორიდა, ვისკონსინი, მიჩიგანი და ჩრდილოეთ კაროლინა.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექსპერტთა უმეტესობა ჰილარი კლინტონის გამარჯვებას პროგნოზირებდა. ამაზე სოციოლოგიური კვლევებიც მიუთითებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები