გიორგი მარგველაშვილი: ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილთან აქტიურად თანამშრომლობს, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებების კუთხით.
„მე კვირიკაშვილში ვხედავ ადამიანს, ვისთანაც შეიძლება იმუშაო და ისაუბრო პოლიტიკაზე. ისაუბრო იმ საკითხებზე, რომლებზეც ჩვენც უნდა ვითანამშრომლოთ, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა. როგორ არჩევანს გააკეთებს ის მინისტრებთან მიმართებაში ან სხვა საკითხებთან მიმართებაში, ამის თაობაზე მე არ ვიცი. მე კმაყოფილი ვარ, რომ ეს ფუნქციები სწორად არის დელეგირებული და გაყოფილი, ეს ფუნქციები არის პრემიერის პასუხისმგებლობა. ვინ იქნება მინისტრი და ვინ კომიტეტის თავმჯდომარე, ამის შესახებ ჩემსა და კვირიკაშვილს შორის კონსულტაციები არ მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“
პრეზიდენტის განაცხადებით, მთავრობაზე პასუხისმგებელი პრემიერ-მინისტრია.
“ეს იქნება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, პასუხისმგებლობა მასზეა. ჩემი პირადი რწმენაა, რომ პრემიერს და მინისტრებს მე, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირებს, ისე ვეკონტაქტები, სხვა არ მაინტერესებს,” – აცხადებს მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები