გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესზე – „ამ იდეას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია“

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ მოხდეს, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება. როგორც პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას აღნიშნა, ამ განცხადებებს რეალური საფუძველი არ გააჩნია და ეს პრობლემა ქვეყნის წინაშე არ დგას.

„მართლაც უცნაური იყო არჩევნების მეორე ტურიც არ იყო ჩანიშნული და დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ თურმე კონსტიტუცია შესაცვლელია და პრობლემას წარმოადგენს პრეზიდენტის არჩევის პრაქტიკა, რომელიც ასეთი ბუნებრივია ქართული პოლიტიკური რეალობისთვის. რა ფუნქციები და უფლებამოსილებები გააჩნია პრეზიდენტს, ეს სხვა თემაა, მაგრამ არჩევის პრაქტიკა თანამედროვე ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ტრადიციული პოლიტიკური გამოცდილებაა.

მთავარია, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს ესა თუ ის ცვლილება. ეს ტენდენცია და მოტივაცია როდესაც გაჩნდა, რომ პირველი რაც უნდა გაკეთდეს, უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, ბუნებრივად გამოჩნდა, რომ ამ იდეას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. ეს იდეა არ არის იმ გამოწვევებთან კავშირში, რომელიც გააჩნია ქართულ საზოგაოდებას, იმ საჭიროებებთან, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, იმ დღის წესრიგთან, რომელიც ამომრჩეველმა დაუკვეთა პარტიებს. ის, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს, საერთოდ არ იყო განხილული, იმიტომ რომ ეს არ არის პრობლემა, ეს არ არის გადასაწყვეტი საკითხი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები