გიორგი მარგველაშვილი: პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლება ან იმპიჩმენტის პროცედურა ფანტაზიის შედეგია

ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ან იმპიჩმენტის პროცედურაზე, ეს არის უბრალოდ ფანტაზიის შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანი“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში აღნიშნა, თუ ხელისუფლება პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას შეეცდება, მაშინ ხელისუფლებას მოუწევს მოსახლეობას არგუმენტირებულად აუხსნას.
„შეიძლება, რომელიმე გამორჩეულ პოლიტიკოს მოუვიდეს თავში იმპიჩმენტის იდეა და წამოიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. იმპიჩმენტს სჭირდება გარკვეული საფუძვლები, უნდა იყოს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ ასეთი პოლიტიკოსების აზრში და ფანტაზიაში დანაშაულის თემაც გაჩნდება. რატომ არ შეიძლება ასეთი ტიპის დანაშაულის ინსცენირების იდეა მოუვიდეთ? მაგრამ მაინც მიმაჩნია ოდიოზურ ფიგურებად ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ ასეთი ტიპის განვითარებაზე, ან პრეზიდენტის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ან იმპიჩმენტის პროცედურაზე, ეს არის უბრალოდ ფანტაზიის შედეგი. ეს არის ხალხის უფლება და სანამ ამ უფლებას წაართმევ კარგად უნდა აუხსნა ამ ხალხს, ამას რატომ აკეთებ. ამ ახსნის გარეშე ყველაფერი ეს პირადი ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს,“ – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები