ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში ნიუ-იორკში მისცა ხმა (ვიდეო)

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ნიუ-იორკში მისცა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ევრონიუსი“ იუწყება. კლინტონს უბანზე თან ახლდა მისი მეუღლე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.
საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ ჰილარი კლინტონი მომხრეებს გაესაუბრა, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილები.
აშშ-ში 8 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ტელეკომპანია Fox news-ის ინფორმაციით, ბოლო კვლევებით ჰილარი კლინტონს ამომრჩეველთა 48% უჭერს მხარს, ხოლო დონალდ ტრამპს – 44 %.
https://www.facebook.com/euronews/videos/1816837131870697/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები